საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილმა, შესაძლოა, შექმნას პროფესიონალების ჯგუფი, რომელიც რჩევებს მისცემს ხელისუფლებას. ზურაბიშვილის განმარტებით, ჯგუფი არა ექსპერტებით, არამედ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებით დაკომპლექტდება და მას პირველ ეტაპზე ლობისტური ფუნქცია ექნება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრა.
“ეს არის პროფესიონალების შეკრება, რომელთაც გააჩნიათ ხედვა, ქვეყანაში რა არ კეთდება და რა უნდა გაკეთდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, საკითხს ლობირება გაუწიო ისე, რომ არ იყო არც თანამდებობაზე, არც არჩევნებში და მიაღწიო შედეგს. თუ ეს დამტკიცდება, შესაძლოა, გარედან, ლობისტურ რეჟიმში, თან კრიტიკულად და თან კონსტრუქციულად მიაღწიო იმაზე მეტ საქმეს, ვიდრე - პარლამენტის რომელიმე სკამზე ჯდომით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.