სამართალი
საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. გორში 19 წლის ქალმა სამხედრო მოსამსახურე მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი შენობაში ხანძარი გააჩინა. ფანჯრებიდან გამომავალმა კვამლმა სოციალურ საერთო საცხოვრებელში მეზობლების ყურადღება მიიქცია. მეხანძრე მაშველებმა კარის შემტვრევა ვერ შეძლეს და ბინაში ფანჯრიდან გადავიდნენ. მათ იატაკზე დაღუპული ჯარისკაცის ნახევრად დამწვარი ცხედარი დახვდათ. მომხდარის გამო დაკავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც გორის პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა და დანაშაული აღიარა. მისი თქმით, ახალგაზრდა ჯარისკაცი მან თავდაცვის პროცესში მოკლა, რადგან მას ქალზე ძალადობა სურდა (ანდა ჩაიდინა).