აქტუალური
"აუდიტორია №115" გადის ბრძოლიდან გამარჯვებული" (ვიდეო)

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “115-ე აუდიტორიის” სტუდენტები თსუ-ს შენობას ტოვებენ, - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).

"სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია №115" გადის ბრძოლიდან გამარჯვებული. საწყისი 3 მოთხოვნიდან სამივე დაკმაყოფილებულია. 1) კანცლერობის კანდიდატი მოხსნილია; 2) სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირების შესახებ განათლების სამინისტროდან მიღებულია პირობა, 3) "ოდეერების" საკითხთან დაკავშირებით მიღებულია პირობა და დაწყებული მოკვლევა. ასე რომ, ჩვენი სამივე მოთხოვნა დაკმაყოფილებულია", - განაცხადა კუპრაძემ.