აქტუალური
„ღალატი ბოზობაზე მეტია - ქართველი ქალის მანდილი სიბინძურით შეილახა!“ - ერმილე ნემსაძე

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. სამხედრო მოხელე ერმილე ნემსაძე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც, კერძოდ, წერს:

„თქვენს წინაშეა ამერიკის შეერთებული შტატების ოთხვარსკვლავიანი გენერალი დევიდ პეტრეუსი, ზედმეტ სახელად «King David» (მეფე დავითი), საკუთარი ქვეყნის თავდადებული პატრიოტი და სამხედრო საქმის უბადლო მცოდნე.

იყო ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორი. აქ დასრულდა მისი სამხედრო კარიერა, ვინაიდან ფარულ რომანში ამხილეს. ამერიკული სამხედრო წესდებით, სამხედრო პირი, რომელიც ოჯახს უღალატებს, უნდა წარდგეს ტრიბუნალის წინაშე. სასამართლომ გაითვალისწინა პეტრეუსის დამსახურება სამშობლოს მიმართ და ბრალის აღიარების სანაცვლოდ, 40,000 დოლარიანი ჯარიმა და ორწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. ერთმა, არ აქვს მნიშვნელობა, როგორმა ქალმა, ლეგენდარული გენერლის 37-წლიანი აღმავალი სამხედრო კარიერა სამუდამოდ დაასამარა.

ახლა კი მინდა მიუბრუნდე ამ ჩვენი პოლიტიკანების პორნო სკანდალს. ხალხს რომელსაც ქვეყნისთვის არათუ რამე უკეთებიათ, პირიქით წურბელებივით წოვდნენ და წოვენ სისხლს. ვერ ძღებოდნენ პრემიებით, ხელფასებით, დანამატებით, მივლინებებით და ა. შ. მათ ათასობით დამცველი გამოუჩნდათ ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და თავად პრეზიდენტის სახით. არცერთს უხსენებია ის, რომ ქართველი ქალის მანდილი, რომელიც ამ ტრადიციულ ქრისტიანულ ქვეყანაში უწმინდესად ითვლებოდა ყოველთვის, ღალატის სიბინძურით შეილახა, როგორც ქალის და როგორც დედის. ღალატი კი მართლაც ბოზობაზე მეტია", - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.

mediacity.ge