საზოგადოება
„სი-ტი პარკს“ ჩამოერთმევა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაჯარიმებისა და გადაყვანის უფლება

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. "მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარე კახა ძაგანიამ და პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურა თენაძემ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც, „სი-ტი პარკს“ ჩამოერთმევა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაჯარიმებისა და საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება.

 “ოთხი წელია,ქართული ოცნებახელისუფლებაშია და დღემდესი-ტი პარკისპრობლემა მოუგვარებელია. დღემდესი-ტი პარკისდაფინანსებითნაცმოძრაობააქტიურობს არჩევნებში და ხელს უწყობს ქვეყანაში არეულობების მომზადებას.

 დედაქალაქის ტერიტორიაზე, პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ 10 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ავტოტრანსპორტი, რომელიც არღვევს მოცემული კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, დაექვემდებარება საქართველოს შსს–ს საპატრულო პოლიციის პირის მიერ სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანას“, - ნათქვამია, კერძოდ, „მემარცხენე ალიანსის“ საკანონმდებლო წინადადებაში.