სამართალი
ვლადიმერ პაპავა: „გადადგომას არ ვაპირებ“

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. ასე უპასუხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრების ულტიმატუმს ვლადიმერ პაპავამ.

 რექტორის თქმით, თუ კვლავ დაიძაბება ვითარება, ის შეეცდება, თვითმმართველობის წევრებთან დიალოგის რეჟიმში დაარეგულიროს სიტუაცია.

 „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებს პოლიცია საკვების გარედან შეტანის საშუალებას არ აძლევს და არგუმენტად უსაფრთხოების ნორმების დაცვას ასახელებს.

 უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი. „როგორც უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმებს და მე, ერთის მხრივ, ვიზიარებ სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაცია და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.