სამართალი
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ივნისის დასაწყისში თბილისს ეწვევა

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ ჯონ ერიმ ვაშინგტონში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა:

 „ვაპირებ საქართველოს მონახულებას, სავარაუდოდ, ივნისში. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მეგობარია და მინდა, ქართველებს გარკვევით ვუთხრათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“, – აღნიშნა ჯონ ქერიმ.

 „ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ძალისხმევას, რომელიც  როგორც ამერიკის შეერთებული შტატებში, ისე ევროპაში კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ითვალისწინებს“, - განაცხადა ჯონ ქერიმ.

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებასა და ტერორიზმთან ბრძოლაში შეაქვს.