სამართალი
თბილისის ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მე-4 განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ თანამშრომლებმა, საქართველოდან სომხეთის მიმართულებით გასვლისას, თურქეთის მოქალაქე ჰუსეინ . დააკავეს.

 აღნიშნული პიროვნება ანკარის ინტერპოლის მიერ 06.10.2015-დან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ჰუსეინ თ. დამნაშავედ არის ცნობილი მექრთამეობაში.

 ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.