პოლიტიკა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში რიგით 64-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დღეების განმავლობაში გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო სამუშაოების საკითხი დააყენეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.