პოლიტიკა
“ეს არის ჩვენი ურთიერთობების 2008-2009 წლის პერიოდში დაბრუნების მორიგი მცდელობა,“ - კარასინი ჰააგის სასამართლოზე

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი.  ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.

 საუბარი ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხს და რუსეთის მიერ ჰააგის სისიხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმას.

 „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი ურთიერთობების 2008-2009 წლის პერიოდში დაბრუნების მორიგი მცდელობაა, ჩვენ ეს არ გვინდა და ვთვლით, რომ ეს არის ხელოვნურად გამოგონილი იდეა“,  - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

 შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულს იძიებს.