პოლიტიკა
გრიგორი კარასინი ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრას ამ ეტაპზე გამორიცხავს

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პრაღაში ყოფნისას საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

 გრიგორი კარასინს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის პირობებში, ამ ეტაპზე ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა წარმოუდგენლად მიაჩნია.

 "როგორ შეიძლება იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს პოლიტიკოსების უმეტესობა რუსეთს ადანაშაულებენ ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში, არ გავიმეორებ სულელურ განცხადებებს, როგორც შეიძლება იყოს საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე, ეს უბრალოდ სასაცილოა. ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს, ის ვერ შედგება ქართული მხრიდან არსებული მტრული და ხაზგასმული მიუღებლობის ვითარებაში. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას და ანალიზს", - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.