აქტუალური
"რუსმა პოლიტიკოსებმა, პირველ რიგში, საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება", - საქართველოს პრემიერი კარასინს პასუხობს

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. რა გზავნილებს შეიცავს გრიგორი კარასინის განცხადება და რას ეუნდა ველოდეთ მომავალში  - ამ საკითხზე პირველი შეფასებები თბილისში უკვე გაკეთდა.

 განცხადება გააკეთა პრემიერ მინიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის განმარტებითაც, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია.

 "საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას, რუსმა პოლიტიკოსებმა ალბათ პირველ რიგში საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელ რეჟიმშიც უკვე შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 აბაშიძე -კარასინის შეხვედრის დაწყებამდე რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მთავარი საფრთხე საქართველოში მოახლოებული არჩევნები და ანტირუსული რიტორიკაა.