საქართველო, 17 მარტი, საქინფომი. „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების, ჰოლანდიელების, ინგლისელების, ფრანგების, გერმანელებისა და იტალიელების დაახლოებით მესამედი მიიჩნევს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. გამოკითხვა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის შეკვეთით კვლევითმა კომპანია Populus-მა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ჩაატარა, ხოლო უმსხვილესმა ფრანგულმა კომპანია Ifop-მა - საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში.
გამოკითხვა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში მსხვილმა კვლევითმა კომპანია Populus-მა 2016 წლის 4-დან 9 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობდა 18 წელს ზევით ასაკის 3092 რესპონდენტი: 1004 - ნიდერლანდებში, 1085 - დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიასა და 1003 - აშშ-ში. შერჩეული რესპონდენტები სქესის, ასაკისა დაგეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით იქნენ შერჩეულნი. საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში გამოკითხვა 2016 წლის 8-10 მარტს საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობდა 18 წლის ასაკს ზევით 3001 რესპონდენტი: 1005 საფრანგეთში, 1002 - გერმანიაში და 994 - იტალიაში. შერჩეული რესპონდენტები სქესის, ასაკისა დაგეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით იქნენ შერჩეულნი. სანდოობის 95%–იანი ალბათობისას, ნდობის ინტერვალი, ზოგადად, ქვეყანაში +/- 3,1%–ია.
კითხვაზე - „მიიჩნევთ თუ არა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია?“ - იტალიის მოსახლეობის 39% და გერმანიის 37% დარწმუნებულია, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ეს პროცენტული მაჩვენებელი 33% და 32%-ია შესაბამისად. აშშ-სა და საფრანგეთში იმ ადამიანების წილი, ვინც ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს, 26%-ია, ამავე დროს, აშშ-ში პასუხი „არ ვიცი“ ყველაზე მაღალია - 42%.