უცხოეთი
ზახაროვამ იოხუნჯა მოწოდებაზე, არ აქონ პუტინი სირიიდან ჯარების გაყვანის გამო

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ იოხუნჯა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფილიპ ჰემონდის მოწოდებაზე, არ აქონ პუტინი სირიიდან ჯარების გამოყვანის გამო.

 „მედია: „ჰემონდის თქმით, „სირიიდან რუსული ჯარების გაყვანას მიესალმო. იგივეა, აქო ქმარი, რომელმაც ცოლის ცემა შეწყვიტა“. ბ-ნო ჰემონდ, ეს რა თქვენი პირადი პრაქტიკიდან არის?“ - დაწერა ზახაროვამ თავის ფეისბუქ-გვერდზე.