უცხოეთი
დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უბედური ქვეყანა

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. მსოფლიოში ყველაზე უბედურ ქვეყნად ბურუნდი დასახელდა, ყველაზე ბედნიერად კი დანია – ამის შესახებ World Happiness Report Update 2016 წერს, რომელსაც კომპანია Sustainable Development Solutions Network-ი გაეროს დაკვეთით ატარებს.

 დანიამ გასული წლის ლიდერს - შვეიცარიას გაუსწრო, რომელიც წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა. ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულში შევიდნენ: ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, კანადა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი.

 ბურუნდი უკანასკნელ 157-ე ადგილზე აღმოჩნდა. მის წინ არიან სირია, ტოგო, ავღანეთი და ბენინი.

 რუსეთი World Happiness Report Update 2016 კვლევებში 56–ე ადგილზეა, საქართველო კი 126-ე ადგილზე.