უცხოეთი
თურქეთმა ანკარაში მომხდარი აფეთქების პასუხად ერაყში ქურთების დაბომბვა დაიწყო

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. ანკარაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, თურქულმა ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყში ქურთი მებრძოლების პოზიციები დაბომბა. ამის შესახებ Reuters-ი თურქეთის შეიერაღებული ძალების განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. ოფიციალური ანკარას განცხადებით, ავიაიერიშში 11 ბომბდამშენი მონაწილეობდა. დაიბომბა 18 სამიზნე, მათ შორის იარაღის საწყობები და მებრძოლების თავშესაფარი.

შეგახსენებთ, ძლიერი აფეთქება ანკარას სამთავრობო რაიონში 14 მარტს მოხდა. აფეთქებას 37 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოში იმყოფება 120 ადამიანი, რომელთანაგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის ორი თავდასხმის ორგანიზატორია.

სააგენტო როიტერი თავის წყაროზე დაყრდნობით თურქეთის პსეცსამსახურებიდან იტყობინება, რომ აფეთქების უკან ქურთების ,,მუშათა პარტიასთან“ დაკავშირებული რადიკალური დაჯგუფებები დგას.