აქტუალური
ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მცირდება

sesxebiსაბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მცირდება. 2010 წლის ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 203 მილიონ 94 ათასი ლარი შეადგინა, რაც მილიონით ნაკლებია ოქტომბრის მონაცემთან შედარებით. ვადაგადაცილებული სესხების კუთხით საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი კლება სექტემბერში დაფიქსირდა, როცა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა აგვისტოში დაფიქსირებულ 226 მილიონიდან 202 მილიონამდე შემცირდა.