უცხოეთი
პრაღის ცენტრში ათასობით ადამიანი ჯგუფური მასტურბაციით დაკავდება

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. პრაღის ძველ, ცენტრალურ მოედანზე ზაფხულის პირველ დღეს უცნაური ფლეშმობით შეეგებებიან. ონანიზმის მოყვარულმა რამდენიმე ათასეულმა ადამიანმა გადაწყვიტა, ამ დღეს მოედანზე შეიკრიბნონ და საჯარო მასტურბაციით დაკავდნენ,- ინფორმაციას ამის შესახებ LiveNews.cz. ავრცელებს.

ფლეშმობისთვის პრაღაში ონანიზმის მოყვარული ადამიანები მთელი მსოფლიოდან აპირებენ ჩასვლას. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი ერთად შეიგრძნობენ ორგაზმს. ორგანიზატორებმა აქციას სპეციალური ფეისბუქგვერდიც მიუძღვნეს. აქციით დაინტერესება უკვე 7 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, 4 ათას ადამიანს კი ფლეშმობში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილი აქვს.