სამართალი
„სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას ხიდაშელის სადარბაზოდან დავიწყებთ“ – ლადო სადღობელაშვილი

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი თაობის“ ლიდერის ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, თუ რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებაში მოვა, ისინი ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარესები იქნებიან.

 სადღობელაშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს ურჩევს, მასზე განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოს.

 „მე თუ დამიჭერენ, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება. „თავისუფალ თაობაში“ ბევრი ახალგაზრდაა გაწევრიანებული. ისინი უჩემოდაც გააგრძელებენ ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად.

 ამ ბრძოლას ხიდაშელის სადარბაზოდან დავიწყებთ. ის და მისი პარტია სამართლიანობის აღდგენას უშლიან ხელს“, – აცხადებს სადღობელაშვილი.