აქტუალური
შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე სხდომა 25 მარტს გაგრძელდება

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „მობიტელის და შპს კავკასუს ონლაინის ერთობლივი განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

კომისიამ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით შპს „მობიტელს“ (ბილაინი) შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის სქემის  დაკონკრეტებისთვის დამატებითი ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვა.

კომისიამ შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2016 წლის 5 აპრილს უნდა დაასრულოს, როდესაც საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური, სამთვიანი ვადა იწურება.