პრეზიდენტის ინიციატივით, ნავთლუღში, ბაღდათის ქუჩისთვის რიჩარდ ჰოლბრუკის სახელის მინიჭებაზე დღეს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.
პატივს ვცემთ და ვაღიარებთ ამ ადამიანსა და მის ღვაწლს, მაგრამ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის - ჯორჯ ბუშის გზატკეცილი, ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპირო და ლეხ კაჩინსკის ქუჩა უკვე ხომ არსებობს ჩვენს დედაქალაქში? ნუთუ ყველა ქართველი მოღვაწე უკვე დავაფასეთ და ახლა უცხოელებზე გადავედით?
ამ კითხვაზე თბილისის საკრებულოში პასუხი ვერ მივიღეთ. არადა, საინფორმაციო სამსახურმა 09-მ სწორედ მასთან გადაგვამისამართა, რადგან თბილისის ქუჩებს სწორედ ის განყოფილება ხელმძღვანელობს, რომლის ნომერი 93 36 14-ია,მაგრამ, როგორც ჩანს, იქ მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.
მერიაში პრეტენზიული პასუხი გაგვცეს, რომ ეს საკრებულოს საქმეა და ტყუილად ვაწუხებდით ამ საკითხზე მერიის თანამშრომელს, მათ საკრებულოს მეორე ნომერიც მოგვცეს - 99 54 26, სადაც ტელეფონს არავინ პასუხობს.