საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. „შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩვენი საზოგადოება, თითოეულს გიპოვით“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების კომენტირებისას, კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო! მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება მომავალში! იცოდეთ, ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ უაზრო, შავბნელ სტიგმას.
იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩემი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოება - თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს!
ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ამ ამაზრზენ ვიდეოებს რამენაირად დააკვირდება, ამაზრზენს იმიტომ კი არა, რომ სექსუალური ცხოვრება ამაზრზენია, იმიტომ რომ მისი გადაღებაა ამაზრზენი და ავადმყოფი, უნდა იცოდეს, რომ იგი მორალური თანამონაწილე ხდება აი ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების.
თუ საზოგადოებამ არ გადავაბიჯეთ იმას, რომ ვიღაცა ფიქრობს, თითქოს ამით შესაძლებელია მოქალაქეების დაშანტაჟება, პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა, ანდა ისეთი ავადმყოფი ფსიქიკა გვაქვს, რომ შეიძლება ამაში ჩავერთოთ - ამას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ!
აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ ის ნაძირლები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი თავისუფალი საზოგადოების დაშანტაჟებას, იქნებიან სამარცხვინოდ და სამაგალითოდ დასჯილნი!“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.