საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა რფ–ის კომუნისტური პარტიიდან მოუწოდეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, შემოიღოს სანქციები აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ. ამის შესახებ „იზვესტია“ წერს.
ინიციატივის ავტორთა აზრით, კლინტონი ე. წ. იაროშენკოს სიის ძირითად ფიგურანტად უნდა იქცეს, რომელიც რუსი მფრინავი კონსტანტინ იაროშენკოს საქმეს უკავშირდება. იაროშენკო სასჯელს იხდის აშშ–ის ციხეში.
შესაბამისი სადეპუტატო მოთხოვნა გაგზავნილია პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის სახელზე. კლინტონის გარდა, დეპუტატები სანქციების დაწესებას ითხოვენ ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალურ პროკურორი პრიტა ბჰარარის, საოლქო მოსამართლე ჯედ რაკოფის, ასევე აშშ–ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ფედერალური სააგენტოს აფრიკის განყოფილების ხელმძღვანელი სემ გეიეს წინააღმდეგ.