საზოგადოება
17 წლის ქეთევან მჟავანაძემ ერთი დღით შს მინისტრის სავარძელი დაიკავა

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ბენეფიციარს, 17 წლის ქეთევან მჟავანაძეს შს სამინისტროში უმასპინძლა. გიორგი მღებრიშვილმა გოგონას მისი სამუშაო კაბინეტი და სამინისტროს შენობა პირადად დაათვალიერებინა, საკუთარი ავტომანქანით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშიც მიიყვანა, სადაც მას საჩუქრად პატრულ-ინსპექტორის ფორმა და სიმბოლური სუვენირები გადასცეს.

ბერი ანდრიას ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება. ბენეფიციარები მათთვის სასურველ მინისტრს ხვდებიან და ერთი დღით სიმბოლურად მათ თანამდებობას იკავებენ.