სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურში საქართველოს დროშით მცურავი ორი თევზსაჭერი სეინერი „KOROGLU BALIKCILIK” და “TRABZON SU URUNLERI-1” დააკავეს. გემის კაპიტნებს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.