სამართალი
„არც მე, არც ჩემი ძმა და არც სხვა ნათესავები ჩართული არ ვართ თხილის ბიზნესში“ – ლევან შონია

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია  ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ჩემს ახლო ნათესავებთან ერთად ჩართული ვარ თხილის ბიზნესში და ვახდენ აფხაზეთიდან თხილის გადმოტანას.

 ცალსახად აღვნიშნავ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მიზნად ისახავს ჩემი, როგორც გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას, რასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ იყენებენ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემი ძმა და არც სხვა ნათესავები ჩართული არ არიან თხილის ბიზნესში და არც 12 მარტს გადაცემა ბიზნეს კურიერში ნახსენებ ზუგდიდის ბაზრის ე.წ. ბიზნეს ინტერესებში“.