სამართალი
საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი დ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში გიორგი დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - გადაჭრილი უნომრო თოფი, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას 8,63 გრ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი სროლისთვის ვარგისია.