საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. გუშინ დილიდან პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ვიდეოკადრები გავრცელდა – უცნობმა მომხმარებელმა სხვადასხვა ქსელში ატვირთა კადრები და ტექსტური შეტყობინება.
ვიდეომასალის ტიტრებში გამავრცელებელი საუბრობს იმ მოტივებზე, რომელთა გამოც ავრცელებს ამ კადრებს. ასევე, ის აანონსებს სხვა ვიდეოს გავრცელებას და გარკვეულ მოთხოვნებსაც აყენებს.
ვიდეოს მაქსიმალურად ეფექტიანად გასავრცელებლად ის facebook-ში ჟურნალისტების პირად გვერდებზე განთავსდა. ერთ-ერთი მათგანი, ვის კედელზეც ვიდეო დაიდო, იყო რადიო “აფხაზეთის ხმის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ბერულავა. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 157-ე მუხლით, რაც პირადი ცხოვრების ხელყოფას გულისხმობს.