პოლიტიკა
პარლამენტი სპეციალური საარჩევნო უბნების საკითხს განიხილავს

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. პარლამენტმა სპეციალური საარჩევნო უბნების ფორმირებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დაიწყო. კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სპეციალური უბნების შექმნა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროების, ასევე სახელმწიფო დაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე.

გამონაკლისი იქნება 50-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილი საზღვარგარეთ. უმცირესობა კანონპროექტს მხარს არ უჭერს.

22 მარტიდან მმართველი კოალიციისა და არასაპარლამენტო ოპოზიციისგან დაკომპლექტებული ჯგუფი საარჩევნო სისტემაზე მუშაობას დაიწყებს. მთავარი საკითხი, რასაც არასაპარლამენტო ოპოზიცია დააყენებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იქნება. საარჩევნო სისტემაზე მომუშავე ჯგუფის შეკრებამდე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან აქვთ დაგეგმილი.