აქტუალური
„არ მოხდეს "მაესტროს" აქტივების გამოყენება“ - ლევან გაჩეჩილაძე

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. შპს „სტუდია მაესტროს“ გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ბაჩო კიკაბიძეს, კოტე გოგელიას და ყველა იმ პირს მიმართავს, ვინც უახლოეს მომავალში „მაესტროს“ სახელით ახალი მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს და მოუწოდებს, არ მოხდეს „სტუდია მაესტროს“ აქტივების გამოყენება ახალი არხის ასამუშავებლად.

გაჩეჩილაძის პოზიცია მისმა ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა გააჟღერა.

შპს „ტელეკომპანია მაესტრო“ უახლოეს დღეებში მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს. არხი ძველი შენობიდან და ძველი სახელით გავა ეთერში.

გავრცელებული ინფორმაციით, სამომავლო გეგმების შესახებ ტელეკომპანიის შენობაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც ბაჩო კიკაბიძე, ბაია გადაბაძე და მამუკა ღლონტი დაესწრნენ.

ალტერნატიული მაუწყებლობის შესახებ ლევან გაჩეჩილაძის პოზიციას გიორგი გვენეტაძე არ იზიარებს. მაკა ასათიანის ადვოკატი შპს „სტუდია მაესტროს“ გენერალურ დირექტორს მოუწოდებს, გაკოტრების შესახებ სარჩელი სასამართლოდან გამოიტანოს.

გვენეტაძე გაჩეჩილაძის პასუხს ელოდება იმის თაობაზე, თუ როდის მოხდება მევალეებისთვის შპს-ს მხრიდან დაგროვილი მრავალმილიონიანი ვალის დაბრუნება.