პოლიტიკა
ლავროვი: თურქეთი სირიის ტერიტორიაზე მაგრდება

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის ტერიტორიაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების ყოფნაზე საუბრობს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს აქვს მტკიცებულება, რომ თურქული ქვედანაყოფები უკვე სირიის ტერიტორიაზე, საზღვრიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით არიან განლაგებული, რაც მისივე შეფასებით, მცოცავი ექსპანსიის ტოლფასია.

რუსეთის პირველი დიპლომატი, ოფიციალური ანკარის წინააღმდეგობის მიუხედავად, აპირებს გაეროს მიმართოს და სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქურთების ჩართვა მოსთხოვოს.