პოლიტიკა
„ვთხოვ გიორგი გაფრინდაშვილს, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და  გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნას სთხოვს (ვიდეო იხ. აქ).

 „ახალგაზრდები გამოთქვამენ პროტესტს კანცლერის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ესკალაციის ფონზე გაჩნდა გარკვეული ეჭვები ხელისუფლების მხრიდან პროცესში ჩარევის კუთხით, მინდა, ვთხოვო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ პაპავას, მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა; ასევე მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას“, - ნათქვამია, კერძოდ, პრემიერის განცხადებაში.