საზოგადოება
საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინიტრი ისევ საჯარო სამსახურში ბრუნდება - ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ ინიშნება.
საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თავისი პარტიის ლიდერს თანამდებობაზე პირადი გადაწყვეტილებით, კონკურსის გარეშე ნიშნავს.
ოპოზიცია ამ ფაქტს კონკრეტულ პოლიტიკურ გარიგებას უკავშირებს.
„ქართული ოცნების“ წევრები გარიგების შესახებ არ ლაპარაკობენ, ოქრუაშვილის საკრებულოში დანიშვნას კი საკრებულოს თავმჯდომარის პირადი გადაწყვეტილებით ხსნიან.
„მე უკეთეს მრჩეველს ვერ ვნახავ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ილია მეტრეველმა.