სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილი „მაესტროსა“ და "რუსთავი 2-ის" წილებთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამს

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი  ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში“ მოულოდნელ განცხადებას აკეთებს - გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ერთდროულად ორ ტელევიზიაში წილის ფლობაზე პრეტენზიას აცხადებს. მისი თქმით, „მაესტროს“ ფუნქციონირებაში ფინანსური და არაფინანსური წვლილიც აქვს შეტანილი.

 “საქართველოში არსებულ რამდენიმე ტელეკომპანიასთან დაკავშირებთ მე გამაჩნია საკმაოდ საფუძვლიანი, ლეგალური, დასაბუთებული პრეტენზიები, რომ მე ამ ტელეკომპანიების ფუნქციონირებაში, მოქმედებაში, გარკვეული წარმატების მიღწევაში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი ყველანაირად. ეს არის “რუსთავი 2” და “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ამ წლის განმავლობაში შეიძლება გარკვეული პრეტენზიები იყოს წამოყენებული“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.