სამართალი
„გრძელდება მუშაობა იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა აღნიშნული ვიდეოკადრების ინტერნეტსივრცეში უკანონოდ ატვირთვა“ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოციალურ ქსელ youtube-ზე ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა დაბლოკილია. 

 „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად,  youtube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაბლოკა. ასევე გრძელდება მუშაობა იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტსივრცეში უკანონოდ ატვირთვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს და მედიასაშუალებებს, არ დაუშვან აღნიშნული ვიდეომასალის ტირაჟირება. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ნინო გიორგობიანის განცხადებაში.