საზოგადოება
საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს. მთავრობის სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა.
პრემიერ-მინისტრმა გაწეული სამსახურისთვის ნუგზარ ყიფიანს და ზურაბ რუსიშვილს მადლობა გადაუხადა.
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, ხოლო შიდა ქართლში გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს.