უცხოეთი
ერდოღანმა უკრაინასთან 2016 წელს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნისკენ მოუწოდა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. უკრაინამ და თურქეთმა 2016 წელს უნდა დაასრულონ მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ ორ სახელმწიფოს შორის და დადოს შეთანხმება, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიპ ერდოღანმა.

 „ჩვენ დიდ მნიშვნელობას და პრიორიტეტს ვანიჭებთ იმას, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებას უკვე წელს მოეწეროს ხელი“, – აღნიშნა მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე ანაკარაში.