საზოგადოება
1500-დან 3 ათას ლარამდე ჯარიმა შემჭკნარი მწვანილის გაყიდვის გამო

mwvaniliთუკი სურსათის უვნებლობის სამსახური დაადგენს, რომ მოვაჭრე უხარისხო მწვანილს ყიდის, მაშინ მას 1500-დან 3 ათას ლარამდე ჯარიმას დაუწესებენ, შესაბამისი კანონი პარლამენტმა უკვე მიიღო. პარლამენტის ვიცე-სპიკერის - ლევან ვეფხვაძის შეფასებით, აღნიშნული კანონის დამტკიცებისა და მის საფუძველზე სურსათის უვნებლობის სააგენტოს შექმნის შემდეგ ახლადშექმნილი სააგენტოს ფუნქცია მხოლოდ წვრილი მეწარმეებისთვის ჯარიმების დაწესებით განისაზღვრა. „გარკვეული ჯარიმები ისედაც იყო დაწესებული, მაგრამ ახლა ეს თავიდან ბოლომდე სურსათის უვნებლობის ახლადშექმნილი სააგენტოს კომპეტენციაა. სააგენტომ უნდა განსაზღვროს ჯარიმის ოდენობა 1500-დან 3000 ლარამდე. რაც მთავარია, ეს ჯარიმა საშუალო ბიზნესს არ ეხება, რადგან მწვანილით მხოლოდ მიკრობიზნესი ვაჭრობს,“ - აცხადებს ვეფხვაძე. მისი თქმით, ასეთი მკაცრი ჯარიმების დაწესება არალოგიკურია. ვეფხვაძის განცხადებით ჯარიმა ბიზნესის ეფექტურად ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიმართულება კია, მაგრამ ახლა „აგურის თავში ჩარტყმამ“ ისეთი ფორმები მიიღო, რომ მეწარმე იძულებული გახდება, ვაჭრობას თავი დაანებოს და სახლში დაჯდეს.