უცხოეთი
მედია: ტერორისტი აბუ–ომარ ალ შიშანი ცოცხალია

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი ცოცხალია, თუმცა ის მძიმედ არის დაჭრილი. ინფორმაციას ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის შესახებ სირიაში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ბრიტანული სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

 შეგახსენებთ, რომ 4 მარტს შეერთებულმა შტატებმა სირიის ტერიტორიაზე პანკისელი ომარ ალ შიშანის განადგურების მიზნით იერიშები განახორციელა, თუმცა თავად ბათირაშვილის ოჯახი, პანკისის ხეობაში, მისი ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ხმებს მაშინვე უარყოფდნენ.