სამართალი
“რესპუბლიკური პარტია არის სიმსივნე კოალიციაში, რომელიც თუ არ მოიკვეთა, კოალიციისთვის მომაკვდინებელ შედეგს გამოიწვევს” – ნიკოლოზ მჟავანაძე

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ  პრესკონფერენციაზე  რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 მჟავანაძის თქმით, კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის პოზიცია ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტის აზრს ეწინააღმდეგება.

 „რესპუბლიკური პარტია საუბრობს, რომ მათთვის ქორწინებასთან დაკავშირებით საკმარისია სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ქვეყნის ძირითადი კანონი არის კონსტიტუცია. არის საფრთხე, რომ ვინმემ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი, რომ სამოქალაქო კოდექსის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. რესპუბლიკური პარტია არის სიმსივნე კოალიციაში, რომელიც თუ  არ  მოიკვეთა, კოალიციისთვის მომაკვდინებელ შედეგს გამოიწვევს. პარტია, რომელსაც ყველა სტრატეგიული, ეროვნული ცნობიერების კუთხით განსხვავებული პოზიციები გააჩნია, შეუძლებელია დარჩეს კოალიციაში“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.