აქტუალური
თინათინ ხიდაშელი: „საჩხერის სკოლა საქართველო-ნატოს ურთიერთობაში პიონერია“

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ბაკურიანში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის (PfP) ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასასრულს უახლოვდება.  სამთო სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურის სამთო მომზადებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ბაკურიანში თინათინ ხიდაშელი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა. 

 თინათინ ხიდაშელი უცხოელ სამხედროებს გაესაუბრა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. ბაკურიანში საჩხერის სამთო მომზადების სკოლის წვრთნები მიმდინარეობს. საჩხერის სკოლა საქართველო-ნატოს ურთიერთობებში პიონერია. ბავშვები, რომლებთანაც თავდაცვის სამინისტრო მეგობრობს, ბაკურიანში ამოვიყვანეთ და მათ ჩვენს სამხედროებთან ერთად ლამაზი დღე ვაჩუქეთ, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 ბაკურიანში სტუმრობა ბავშვებმა თავდაცვის მინისტრთან და ჯარისკაცებთან ერთად სადილობით დაასრულეს.