საზოგადოება
"არ გამოვრიცხავთ, წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმი მოიხსნას" - ზურაბ აბაშიძე

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, პრაღაში გრიგორი კარასინთან დაგეგმილი შეხვედრა 16 მარტს გაიმართება.

 "საუბარი გვექნება სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, არ გამოვრიცხავთ, რომ წელს სავიზო რეჟიმი მოიხსნას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, საგარეო უწყებამაც გააკეთა შესაბამისი კომენტარი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.