პოლიტიკა
ტელეკომპანია „მაესტროს“ მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზს არ ახმაურებენ

maestroდღეს დილით ტელეკომპანია "მაესტროს" მაყურებელს არხი გათიშული დახვდა. არხზე დილიდანვე გაჩნდა წარწერა "პროფილაქტიკა". მაესტროში საქინფორმს ამ თემასთან დაკავშირებით განუცხადეს, რომ ჯერჯერობით კომეტარს არ აკეთებენ. ერთ-ერთი ვერსიით, არხმა მაუწყებლობა ტექნიკური მიზეზების გამო გაურკვეველი ვადით შეაჩერა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია და ამასვე ადასტურებს ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი მამუკა ღლონტი, რომ „მაესტროს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა და სწორედ ამის გამო არ გადის ეთერში. არ არის გამორიცხული ტელეკომპანის მაუწყებლობის შეწყვეტა ეროსი კიწმარიშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის მიმართ ბოლო დროს აგორებულ სკანდალს უკავშირდებოდეს.