საზოგადოება
"ჩვენი უწყების და მთავრობის სახელით მინდა გავემიჯნო გოგი თოფაძის განცხადებას თურქეთის შესახებ, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მეგობარია!" - ჯანელიძე

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის  განცხადებით, საგარეო უწყება და მთავრობა გოგი თოფაძის განცხადებას ემიჯნება, სადაც მრეწველების ლიდერმა აღნიშნა, რომ "თურქეთიდან ნაგავი შემოდის”.  

 „როგორც ჩვენი უწყების, ასევე მთავრობის სახელით მინდა გავემიჯნო იმ განცხადებას, რომელიც ბატონი გოგი თოფაძის მხრიდან გაკეთდა. თურქეთი საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 ზემოაღნიშნული განცხადება თოფაძემ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ენერგეტიკის მინისტრმა დეპუტატებს გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი  გააცნო. თოფაძემ სიტყვით გამოსვლისას კითხვით მიმართა დეპუტატებს, რატომ არ უჩნდებათ პროტესტი თურქეთის მიმართ, საიდანაც „ამდენი ნაგავი შემოაქვთ“.

 „თურმე როგორ შეიძლება, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და გაზპრომთან საუბარი არ შეიძლება. მწვანილის გატანა შეიძლება, ღვინის გატანა შეიძლება? თუ ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?" - განაცხადა თოფაძემ.

 საქინფორმი: ამგვარივე განცხადებები გააკეთეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მმართველი გუნდის სხვა წევრებმა, გაკიცხეს მმართველ კოალიციაში საპარლამენტო უმრავლესობის ერ–ერთ სუბიექტად შემავალი პარტია „მრეწველების“ ლიდერი.

 რას უნდა ნიშნავდეს ეს? ხელისუფლების არნახულ გაუნათლებლობას – ისტორიის უცოდინრობას სასკოლო დონეზე?! ნებისმიერმა სკოლის მოსწავლემ ხომ, პრეზიდენტი სააკაშვილისა და თურქოლოგი დედამისის წყალობით, თურქეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე, იცოდა, რომ საქართველოს არასდროს არ ჰყოლია თურქეთზე დიდი ოკუპანტი, მჩაგვრელი და მტერი, რომელიც აპარტახებდა საქართველოს, ხოცავდა ქართველებს და აუპატიურებდა ქართველ ქალებს, მიერეკებოდა ქართველ ბავშვებს მონებად!

 კარგი, ვთქვათ, სააკაშვილის დედას – გიული ალასანიას სასიყვარულო რომანი ჰქონდა გავლენიან თურქებთან, მაგრამ აი რატომ ღალატობენ თავის სამშობლოს მმართველი გუნდი – „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლეს? და არა მარტო საქართველოს – ისინი ღალატობენ და შეურაცხყოფენ თავისი წინაპრების ხსოვნას, რადგან ამჟამინდელი პარლამენტარებისა და მინისტრების ბებია–ბაბუებს შორის აუცილებლად იქნებიან დახოცილი ქართველი მებრძოლები, რომლებიც საქართველოს თურქების შემოსევისგან იცავდნენ, გაუპატიურებული ქალები და თურქების მიერ მონებად გარეკილი ბავშვები!

 თუმცა, თვალსაჩინოა, რომ იმ საუკუნეთა განმავლობაში, რაც თურქეთს საქართველო ჰყავდა დამონებული, თურქულმა გენებმა იმდენად ღრმად შეაღწია საქართველოს ამჟამინდელ მმართველთა სისხლში, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ყარსის ხელშეკრულების დასრულებასა და თურქეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაციის დასრულებას...