სამართალი
პარლამენტართა წინაპრები, რომლებმაც დაგმეს თოფაძის განცხადება თურქეთის შესახებ, დახოცეს, გააუპატიურეს და მონებად გარეკეს თურქებმა! – საქინფორმი

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი გუნდი დეპუტატ გოგი თოფაძის თურქეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ემიჯნება და აცხადებს, რომ ის სრულიად ეწინააღმდეგება უმრავლესობის პოზიციას.

 „თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, რომელთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მმართველი გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე.

 საქინფორმი: ამგვარივე განცხადებები გააკეთეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მმართველი გუნდის სხვა წევრებმა, გაკიცხეს მმართველ კოალიციაში საპარლამენტო უმრავლესობის ერ–ერთ სუბიექტად შემავალი პარტია „მრეწველების“ ლიდერი.

 რას უნდა ნიშნავდეს ეს? ხელისუფლების არნახულ გაუნათლებლობას – ისტორიის უცოდინრობას სასკოლო დონეზე?! ნებისმიერმა სკოლის მოსწავლემ ხომ, პრეზიდენტი სააკაშვილისა და თურქოლოგი დედამისის წყალობით, თურქეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე, იცოდა, რომ საქართველოს არასდროს არ ჰყოლია თურქეთზე დიდი ოკუპანტი, მჩაგვრელი და მტერი, რომელიც აპარტახებდა საქართველოს, ხოცავდა ქართველებს და აუპატიურებდა ქართველ ქალებს, მიერეკებოდა ქართველ ბავშვებს მონებად!

 კარგი, ვთქვათ, სააკაშვილის დედას – გიული ალასანიას სასიყვარულო რომანი ჰქონდა გავლენიან თურქებთან, მაგრამ აი რატომ ღალატობენ თავის სამშობლოს მმართველი გუნდი – „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლეს? და არა მარტო საქართველოს – ისინი ღალატობენ და შეურაცხყოფენ თავისი წინაპრების ხსოვნას, რადგან ამჟამინდელი პარლამენტარებისა და მინისტრების ბებია–ბაბუებს შორის აუცილებლად იქნებიან დახოცილი ქართველი მებრძოლები, რომლებიც საქართველოს თურქების შემოსევისგან იცავდნენ, გაუპატიურებული ქალები და თურქების მიერ მონებად გარეკილი ბავშვები!

 თუმცა, თვალსაჩინოა, რომ იმ საუკუნეთა განმავლობაში, რაც თურქეთს საქართველო ჰყავდა დამონებული, თურქულმა გენებმა იმდენად ღრმად შეაღწია საქართველოს ამჟამინდელ მმართველთა სისხლში, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ყარსის ხელშეკრულების დასრულებასა და თურქეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაციის დასრულებას...