უცხოეთი
საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, ქართველი კოლეგებისგან განსხვავებულ შეფასებას აკეთებს რუსეთის როლთან დაკავშირებით მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში:
"რეალობა ასეთია: რუსეთის გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებდით ერთი ნაბიჯითაც კი, წინ წაწევას- ვერც, სირიის კონფლიქტის პოლიტიკური კუთხით მოგვარების საკითხებში, ვერც მინსკის ხელშეკრულებას დავდებდით- უკრაინის კონფლიქტის დასარეგულირებლად, რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო- ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და თუ, ჩვენ გვსურს გადაწყვეტილებების რეალურად მიღება, მაშინ ამისთვის რუსეთის მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესებში აუცილებელია", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.