საზოგადოება
ხიდაშელის შენიშვნა ივანიშვილის ტელეკომპანიის ჟურნალისტებს: "ნუ მოიგონებთ ზღაპრებს ვინმეს დავალებით!" (ვიდეო)

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრმა ანალიტიკური პროგრამა 20/30-ის (პირადად ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რომელიც მის ტელეარხ „GDS”–ზე ხორციელდება) ჟურნალისტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის გამო შენიშვნა მისცა (ვიდეო იხ. აქ).

 „ნუ მოიგონებთ ზღაპრებს ნურც ვინმეს დავალებით და ნურც რაიმე სხვა მოსაზრებებით", - აღნიშნა მან. ასევე თინა ხიდაშელმა  დასცინა ჟურნალისტებს, განცხადა რა, რომ „ქვეყანაში წაკითხულის შინაარსის გადაცემის დიდი პრობლემაა)...