საზოგადოება
„პრემიერი არ გვამტყუნებს“- რაზე ესაუბრა თოფაძე პრემიერ კვირიკაშვილს დახურულ კარს მიღმა

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დეტალური საუბრისგან თავს იკავებს „მრეწველთა“ ლიდერი გოგი თოფაძე.

 „პრემიერ-მინისტრი შეხვდა რესპუბლიკელებსაც და შეგვხვდა ჩვენც. ეს იყო ერთი კვირის წინ. ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ეს დაპირისპირება შევარბილოთ, რადგან კოალიციის წევრები ვართ. ჩვენ ჯერ მაგას ვასრულებთ და ვნახოთ, ჩვენი ოპონენტები რას იზამენ. პრემიერთან შეხვედრა შედგა გუშინაც. თემა იყო ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ ანუ რომ ოჯახი არის მამაკაცის და ქალის ერთობა. ახლა ალბათ ამ თემას გავამწვავებთ. ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოში და კავკასიაში ვცხოვრობთ და ეს მიუღებელია. ალბათ უმრავლესობა ამ თემაზე ამ დღეებში კიდევ შევხვდებით და გადავწყვეტთ, რომ უნდა დავაყენოთ ეგ თემა საკანონმდებლო ორგანოში... ჩვენ მიმართ არავითარი პრეტენზია არც იქ იყო და არც ექნება გინდაც პრემიერს, გინდაც სხვას. ჩვენ სამი წელია ვართ კოალიციაში და არც მე და არც არავის, ჩვენი ფრაქციის წევრებს, არასოდეს ჩვენი კოლეგებისთვის არაფერი უკადრისი არ გვითქვამს. რაც იყო ნათქვამი ჩვენ მიმართ, მაგას გავეცით პასუხი. ჩვენ არ დაგვიწყია ეს კამათი, არაფერი გვაქვს გასამტყუნებელი და არც პრემიერი არ გვამტყუნებს“, - აცხადებს “მრეწველთა“ ლიდერი.