საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ს მსახიობმა და ჟურნალისტმა იუნა შაფათავამ განუცხადა.
მისი თქმით, ლევან მექვაბიშვილს 2007-2008 წლებში დაშორდა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი არ ჰქონია.
შაფათავას თქმით, მან საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცის.
„კარგია, რომ პეტრიაშვილი ცოცხალია“, – განუცხადა შაფათავამ „რუსთავი 2“-ს და აღნიშნა, რომ ლევან მექვაბიშვილი ძალიან კარგი ადამიანია, კარგი სპორტსმენი და დამსახურებული მოკრივეა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც იყო და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაზე წარმატებით ასპარეზობდა.
თავის მხრივ, ლევან მექვაბიშვილის დედა თამარ მანჯგალაძე აცხადებს, რომ თავდასხმის დეტალები მისთვის უცნობია.
“არც მოტივი ვიცი და არც არაფერი. ნუ უკეთებთ თქვენეულ ინტერპრეტაციას ჟურნალისტები ჩემს კომენტარებს. არც ჩემს შვილთან მილაპარაკია”, - აღნიშნა თამარ მანჯგალაძემ.
ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე კი მისთვის 15-ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. აღსანიშნავია, რომ იგი 2-ჯერ არის ნასამართლევი - 2011 წელს მექვაბიშვილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად სავალუტო ჯიხურებისა და ლომბარდების ძარცვისთვის დააკავა.