სამართალი
გია ჟორჟოლიანი: „მე არ ვიცოდი, თუ ქალბატონი ანა იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი…“

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატ ანა დოლიძეს კითხვები მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც დაუსვეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი წარსულში ანა დოლიძის რესპუბლიკური პარტიის წევრობამ გააკვირვა და განაცხადა, რომ ეს წარსული ანა დოლიძის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.

 „ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო, მე არ ვიცოდი, თუ ქალბატონი ანა იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი. მაინტერესებს, თქვენი შეხედულებები და თქვენი პოლიტიკური კუთვნილება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში თუ მოდის, რადგან ეს, გარკვეულწილად, დამაეჭვებდა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.